სასწავლო პროექტი

სასმელი წყლის ვარგისიანობის კვლევა

პროექტის მთავარი იდეა: მდინარე აჭისწყლის წყალსადენის სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური შედგენილობის კვლევა.

პროექტის აქტუალობა: სოფელ ლიხაურის მოსახლეობა სარგებლობს აჭისწყლის წყალსადენის წყლით, რომელიც მარაგდება მდინარის წყლით. ხშირად, წვიმიან ამინდში, მღვრიე წყალი მოდის და წყალში შეინიშნება მიკროორგანიზმები. 
        მსოფლიო მოსახლეობის 1/3 სასმელი წყლის ნაკლებობას განიცდის ან იძულებულია ისარგებლოს არასაკმარისად სუფთა წყლით, ამის გამო უამრავი ადამიანი პერიოდულად და მუდმივად ავადმყოფობს.


პროექტის მიზნები: სასმელი წყლის ფიზიკო-ქიმიური და ეპიდემიოლოგიური თვისებების გამოკვლევა.


მონაწილეთა ასაკი: 15 წელი;


ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა;


მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რომელიც შეიძლება შეიქმნას: გამოიკვლევენ აჭისწყლის წყალსადენის წყალს. გამოუმუშავდებათ კვლევის, ექსპერიმენტის ჩატარების ურარ-ჩვევები. ისწავლიან ინფორმაციის მოპოვებას და დახარისხებას.


პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კოლბები, თერმომეტრი, პეტრის ჯამი. ქიმიური რეაქტივები: გოგირდმჟავა, მარილმჟავა, მეთილორანჟი, ვერცხლის ნიტრატი, კალიუმის ბიქრომატი, ამიაკურ-ბუფერული ხსნარი; ფილტრის ქაღალდი, აპარატი. 


პროექტის მსვლელობა


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქიმია.


პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა თოიძე;


ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: xatunatoidze22@gmail.com